მიკროსაფინანსო ორგანიზაცა „რიკო“-ს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ლიდერი პოზიცია უკავია სალომბარდო და იპოთეკურ დაკრედიტებაში. კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებაა.
ამიტომ მისი მიზნებიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ ვებ გვერდის ისეთი სტრუქტურა და დიზაინი, რომ კლიენტმა მარტივად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია „რიკო“-ს საქმიანობისა და მენეჯმენტის შესახებ. ასევე შევძელით, რომ ვებ გვერდი ყოფილიყო ადვილი სამართავი და ინფორმაციულად დალაგებული, რათა მომხმარებელს კომპანიაში მისვლის გარეშე შეეძლოს პროდუქტების გაცნობა, ამა თუ იმ პროდუქტზე სარგებელის დათვლა და რჩევების მიღება.